Accentnews.ge
საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრების ქრობაში მსოფლიოს 11 ქვეყანაა ჩართული, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრების ქრობაში მსოფლიოს 11 ქვეყანაა ჩართული, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

28/08/2023 08:39:00 მსოფლიო

საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრების ქრობაში მსოფლიოს 11 ქვეყანაა ჩართული, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. კერძოდ, ქვეყანაში ცეცხლის რამდენიმე დიდი კერაა, რომლის ჩაქრობასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ევროსის და ალექსანდრუპოლისის რაიონებში ხანძარი მეათე დღეა, მძვინვარებს და 20-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრის დიდი კერაა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანშიც. ცეცხლი მოედო საცხოვრებელ სახლებს და პარნიტის მთაზე მდებარე ეროვნულ პარკს. გასული კვირის ბოლოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა კუნძულ ანდროსზეც.

ბერძნული გამოცემა „კათიმერინის“ ინფორმაციით, განადგურებულია 77 000 ჰექტარი. ცეცხლის ქრობაში, რომელსაც ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს, ჩართული არიან თვითმფრინავები და ვერტმფრენები. 600-ზე მეტი ადგილობრივი და ევროპის სხვა ქვეყნებიდან დასახმარებლად ჩასული მეხანძრე ებრძვის ტყის ხანძრების რამდენიმე დიდ კერას.

საბერძნეთის დასახმარებლად სპეციალური თვითმფრინავები გაგზავნეს გერმანიამ, შვედეთმა, კვიპროსმა და ხორვატიამ და მეხანძრე-მაშველები საფრანგეთმა, რუმინეთმა, ჩეხეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, სერბეთმა და ალბანეთმა.

ბოლო დღეებში, საბერძნეთში ოცზე მეტი პირი დააკავეს ხანძრის განზრახ, ან გულგრილობის შედეგად გაჩენის ბრალდებით. ამასთან, საბერძნეთის მთავრობა მასშტაბური ხანძრების მთავარ მიზეზად ასახელებს გლობალურ დათბობას.

გამოცემა „კათიმერინის“ ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ტყის ხანძრებისგან დაცვის ახალ გეგმაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი პარლამენტს სექტემბერში წარუდგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S