
პოლტავის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა
28/08/2023 06:34:42 მსოფლიო
უკრაინის პოლტავის ოლქზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა . ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი იუწყება. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.
ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზეც მიიტანა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაინგრა 2 და დაზიანდა 5 კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. თავდასხმის გამო, უკრაინის ოლქების უმრავლესობაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.