Accentnews.ge
გეოლოგი შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე: "წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა"

გეოლოგი შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე: "წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა"

27/08/2023 19:53:53 საზოგადოება

ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია - წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივად არის საჭირო დაკვირვება.

„საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“,- აღნიშნა შოთა ლობჟანიძემ.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S