Accentnews.ge
აშშ–მექსიკის საზღვართან შეიარაღებულ ინციდენტს 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ–მექსიკის საზღვართან შეიარაღებულ ინციდენტს 21 ადამიანი ემსხვერპლა

03/12/2019 06:06:40 სხვა, მსოფლიო

მექსიკაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 21 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ ვილა უნიონში ინციდენტში სავარაუდოდ, ნარკოკარტელის წევრები მონაწილეობდნენ.

მექსიკის ჩრდილეოთითკოაუილას შტატში, ადგილობრივმა უსაფრთხოების ძალებმა ბოლო ერთ კვირაში 14 შეიარაღებული პირი მოკლეს. დაპირისპირების დროს ასევე დაიღუპნენ პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

აღნიშნული შტატი აშშ-ის საზღვართან მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადებას გეგმავს, თუმცა მექსიკის ხელისუფლება გარედან ჩარევას გამორიცხავს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე სასაუბროდ შემდეგ კვირაში, მექსიკაში ვიზიტს გეგმავს აშშ-ის გენერალური პროკურორი, ვილიამ ბარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S