
საპატრიარქო შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
27/08/2023 13:00:32 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე, მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.