
ონის მერის მოადგილე: სამუშაოები სტიქიის ზონაში, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში აქტიურად მიმდინარეობს
27/08/2023 07:42:21 საზოგადოება
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში,სტიქიის ზონაში 2 მოქალაქეს ეძებენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 მოქალაქიდან ორ ადამიანს იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება.
„ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 დაღუპულის ცხედარი, ორ დაღუპულზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარეების – ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.