რუსეთი ბელგოროდზე დრონით შეტევის თაობაზე კვლავ იუწყება
27/08/2023 07:38:57 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდზე დრონით შეტევის თაობაზე კვლავ იუწყება.
"ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, სოფელ შჩეტინოვკაზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად", - იუწყება რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
გლადკოვი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს:
"უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც ემსხვერპლა საკუთარ ეზოში, ბალახის თიბვის პროცესში მყოფი მამაკაცი".
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.


