Accentnews.ge
გენერალი მილი: უკრაინულმა არმიამ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

გენერალი მილი: უკრაინულმა არმიამ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

25/08/2023 19:48:55 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონში,– ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ტელეარხ Al-Mamlaka-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მათ უკვე გადალახეს დაცვის პირველი ხაზი. თავდაცვის ეს ხაზი, რომელზეც რუსები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ, მოიცავს დანაღმულ ტერიტორიებს, „დრაკონის კბილებს“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, თავდაცვითი სიმაგრეების კომპლექსურ ქსელს, რომელთაც უკრაინელები ახლა ლახავენ“, - განმარტა მილიმ.

მისი თქმით, ”ჯერ ადრეა ლაპარაკი შეტევის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე”. კონტრშეტევის ნელი ტემპის შესახებ საუბრების კომენტირებისას, მილიმ თქვა, რომ ეს არ არის იშვიათობა ომში, რადგან გეგმები რეალური ბრძოლისგან განსხვავდება.

„როდესაც ადამიანები იღუპებიან, ტანკები და ჯავშანმანქანები რეალურად ნადგურდება, როცა გადიხარ ნამდვილ „დრაკონის კბილებში“ და რეალურ ნაღმზე, ყველაფერი ნელდება, რადგან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!“, - თქვა გენერალმა.

იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები არღვევენ რუსული ჯარების თავდაცვას ზაპოროჟიეს რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით, უკვე ლაპარაკობენ არა მხოლოდ ოფიციალური უკრაინული წყაროები და ამერიკელი სამხედროები, არამედ რუსი Z-ბლოგერებიც: სემიონ პეგოვი იტყობინება, რომ უკრაინული ჯარები შევიდნენ სოფელ რაბოტინოში და უტევენ ნოვოპროკოპოვკას.

უკრაინულმა ძალებმა პარალელურად შეტევა ვერბოვის რაიონშიც დაიწყეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი "როგოზინი ფრონტზე" წერს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის 58-ე არმიასთან: "მტერი ემზადება გადამწყვეტი დარტყმისთვის. მას უნდა ვერბოვოიეში შესვლა, შემდეგ – ტოკმაკში".

New York Times-მა 13 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო უფრო მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა ბერდიანსკისა და მელიტოპოლისკენ. კიევის მიზანია, მიაღწიოს აზოვის ზღვას და ჩაკეტოს "სახმელეთო ხიდი" რუსეთსა და ყირიმს შორის, რაც მნიშვნელოვანია რუსული არმიის მომარაგების თვალსაზრისითაც.

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) 23 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის არმია ემზადება ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე თავდასხმისთვის. ვარაუდობენ, რომ ეს ხაზი უფრო სუსტია, ვიდრე პირველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S