Accentnews.ge
ზელენსკი: შემოდგომა "გაჯერებული" იქნება უკრაინული დიპლომატიისთვის

ზელენსკი: შემოდგომა "გაჯერებული" იქნება უკრაინული დიპლომატიისთვის

25/08/2023 18:47:01 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგებზე შეხვედრა გამართა. ამის შესახებ მან 25 აგვისტოს საღამოს მიმართვაში განაცხადა.

„კოორდინაციის საკითხი სწორედ თვითმფრინავების კუთხით არის. ახალი თავდაცვითი პაკეტების მომზადება ზუსტად იმ შინაარსით, რაც ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ – რის შესახებაც მათ მითხრეს ფრონტზე ვიზიტის დროს“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დააანონსა შემოდგომაზე ახალი საერთაშორისო მოვლენები: ახალი ნაბიჯები პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომლებმაც უნდა გააძლიერონ უკრაინა.

„შემოდგომა იქნება მოვლენებით სავსე ჩვენი დიპლომატიის თვალსაზრისით“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, შეხვედრა ეხებოდა რუსეთის თავდასხმებს შავი ზღვის რეგიონში უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა: ეს არის როგორც უსაფრთხოების კომპონენტი, ასევე ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა და ფუნდამენტური ჰუმანიტარული საქმეები, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, კერძოდ, ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება“, - დასძინა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S