Accentnews.ge
დაზვერვა: ყირიმში რუსი სამხედროები პანიკაში არიან უკრაინული დესანტის განმეორებით გადასხმის გამო

დაზვერვა: ყირიმში რუსი სამხედროები პანიკაში არიან უკრაინული დესანტის განმეორებით გადასხმის გამო

25/08/2023 17:37:03 მსოფლიო

უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ყირიმში პანიკაში არიან ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში უკრაინული დესანტის განმეორებით გადასხმის გამო.

გამოქვეყნებულ ჩანაწერში ნათქვამია, რომ საუბარია ნოვოზერნოიეს დასახლებაზე.

„ვისაც აქვს კვადროკოპტერები, ნება დართეს, აეშვათ „რაკეტების გამშვებებთან“ ერთად, შეთანხმებით, ყველასთან, ვისაც შეუძლია მათი ჩამოგდება. ჩვენ ვაწარმოებთ დაზვერვას, თავდასხმის შემთხვევაში, ვიგერიებთ“, - ამბობს სამხედრო გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

ანდრეი იუსოვმა, უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას არ შეუძლია ოპერაციის დადასტურება ან უარყოფა.

მანამდე უკრაინის დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს Krym.Realii-ს, რომ დასახლება მაიაკის მიდამოში, კონცხ ტარხანკუტზე, გაიმართა ბრძოლა მცურავი საშუალებებისა და თვითმფრინავების მონაწილეობით.

მოგვიანებით, ანდრეი იუსოვმა უკრაინულ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია ყირიმში სპეცოპერაციის შესახებ საზღვაო ძალების მონაწილეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S