Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: ნიდერლანდები უკრაინას მის ხელთ არსებულ თითქმის ყველა F-16-ს გადასცემს

თავდაცვის მინისტრი: ნიდერლანდები უკრაინას მის ხელთ არსებულ თითქმის ყველა F-16-ს გადასცემს

25/08/2023 16:48:45 მსოფლიო

ნიდერლანდები კიევს მის ხელთ არსებულ თითქმის ყველა F-16-ს გადასცემს, გარდა რამდენიმე მებრძოლისა,რომლებზეც უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ. ქვეყანაში სულ 42 თვითმფრინავია,– ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლლონგრენმა განაცხადა.

„ჩვენ აღარ გვჭირდება F-16-ები, რადგან გადავდივართ ახალ F-35-ებზე. მაგრამ უკრაინის ომის გამო, გარკვეულ მომენტში გადავწყვიტეთ, არ გავყიდოთ F-16-ები და შევინარჩუნოთ მათი ხელმისაწვდომობა. ახლა კი თითქმის ყველა მათგანს გადავცემთ უკრაინას, გარდა რამდენიმე თვითმფრინავისა, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად. სულ 42 თვითმფრინავი გვყავს. მათი მცირე ნაწილი სწავლებისთვის იქნება განკუთვნილი, დანარჩენი კი წავა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

პირობების დაკმაყოფილების შემდეგ უკრაინა ჰოლანდიიდან მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს. ადრე საუბარი იყო ინფრასტრუქტურაზე, წვრთნაზე და თვითმფრინავების შეიარაღებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პორტუგალია გახდება საერთაშორისო კოალიციის მე-13 წევრი, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ზე მოამზადებს. მათ შორისაა აშშც. დანიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ დაიწყო რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება F-16-ზე. მომზადებას გაივლის ტექნიკური პერსონალიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S