Accentnews.ge
რუსეთში უკრაინაში მოკლული "ვაგნერელების" საფლავების განადგურება დაიწყეს

რუსეთში უკრაინაში მოკლული "ვაგნერელების" საფლავების განადგურება დაიწყეს

25/08/2023 16:33:14 მსოფლიო

რუსეთში, სამარას რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში, "ვაგნერის" სასაფლაოზე უკრაინაში მოკლულ "ვაგნერელთა" საფლავები ნადგურდება. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე სოციალური ქსელებისა და ტელეგრამის–არხების მომხმარებლები იუწყებიან.

თვითმხილველების თქმით, ჯვრებს და გვირგვინებს ერთ ადგილზე მოუყარეს თავი, ხოლო საფლავები "მიწასთან გაასწორეს".

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხეივანი, სადაც თავის დროზე „ვაგნერელები“ ​​დაკრძალეს, "მოსწორებულ ტერიტორიად გადაიქცევა, ზედ დაასხამენ ბეტონს და საფლავების ადგილზე შავი პირამიდა გამოჩნდება".

"ვაგნერის" დაქირავებულთა სასაფლაო სამარას რაიონში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. აპრილში კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გახსნა იქ მემორიალური დაფა. ამ ეტაპზე, როგორც იუწყებიან, მემორიალური დაფა ჯერ განადგურებული არაა.

ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

23 აგვისტოს საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, მგზავრთა სიაში იყო პრიგოჟინიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S