ლატვიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის მი-17–ის გადაცემის შესახებ განაცხადა
25/08/2023 15:31:15 მსოფლიო
ლატვიამ უკრაინას სამხედრო ვერტმფრენი Mi-17 გადასცა, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ.
„უკრაინა წარმატებით იბრძვის და იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს. ლატვია უკრაინის გვერდით იდგება სრულ გამარჯვებამდე!” – დასძინა მინისტრმა.
უკრაინულ მხარეს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა და ლატვია უკრაინას ოთხ Mi-8 და Mi-17–ის ტიპის ვერტმფრენებს გადასცემდნენ.


