Accentnews.ge
თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს - განაშენიანების გეგმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს

თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს - განაშენიანების გეგმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს

25/08/2023 15:16:37 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს და განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა – "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დღის წესრიგში 81 საკითხი იყო, მათგან მინიმუმ სამი ეხებოდა დედაქალაქში ცათამბჯენების მშენებლობას, რომელთაც კავშირი აქვთ მმართველი პარტიის წევრებთან.

ენმ–ის წევრები მიიჩნევდნენ, რომ "ქართული ოცნება" პარტიული დავალების შესრულებას აპირებს, მაგრამ არა თბილისის ინტერესების სასარგებლოდ.

"დღეს უპირობოდ აპირებენ ამ პროექტებისთვის მწვანე შუქის ანთებას. ამ მოჩვენებით პროცესში მონაწილეობა იყო ჩვენთვის მიუღებელი", - თქვა სხდომის დატოვების შემდეგ ანა გოგოლაძემ.

საკითხის განხილვაში დარგის სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ:

"7-8 საათი ვმუშაობდით საკითხებზე იმის გამო, რომ იყო კრიტიკული. ამის მიუხედავად, არცერთ პროექტზე თურმე დაინტერესებულ პირებს და ჩართულ მხარეებს არ გამოუთქვამთ ისეთი ვალიდური არგუმენტები, რაც "ქართული ოცნებისთვის" იქნებოდა მისაღები - საკითხის განხილვა გადაედო და ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა ჩართულობით გადაწყვეტილიყო ამ პროექტების ბედი".

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეები შერჩევითად შეუშვეს. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარემ დაასახელა მათი გამოხატვის ფორმები.

"იყვნენ ადამიანები, დააფიქსირეს კონსტრუქციულად საკუთარი პროტესტი და უკმაყოფილება პროექტებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავდროულად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით დააფიქსირეს თავის მოსაზრებები...

დღესაც ესწრებიან აქ ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და არავის პრობლემა არ შეჰქმნია, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც გამოირჩევა ამგვარი ქმედებებით. მიკვირს თქვენი, რომ ასეთ კითხვას სვამთ და არ იცით, რატომ არ ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხდომაზე", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S