Accentnews.ge
ფინეთი უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ფინეთი უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

25/08/2023 14:22:04 მსოფლიო

ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს არის უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-18 პაკეტი

"ფინეთისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით არის ის, რომ შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა.

დამატებითი დეტალები დახმარების შესახებ ცნობილი არ არის.

ჯამში ფინეთის მიერ უკრაინისთვის დღემდე მიწოდებული თავდაცვის დახმარების ყველა პაკეტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S