Accentnews.ge
ლუკაშენკო ამბობს, რომ მას პრიგოჟინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუცია

ლუკაშენკო ამბობს, რომ მას პრიგოჟინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუცია

25/08/2023 14:04:01 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მისგან „ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არასდროს ყოფილა.

„პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე – ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე – დაიმახსოვრეთ, უსაფრთხოებაზე ორჯერ მივუახლოვდით ამ თემას. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. მე ვეუბნები: „ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

როგორც იუწყებიან, სწორედ ლუკაშენკო იყო მომლაპარაკებელი "ვაგნერელების" ჯანყის დროს. შედეგად პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ხოლო "ვაგნერის" დაქირავებულების ნაწილი ბელარუსში გადავიდა.

23 აგვისტოს – ჯანყიდან ორი თვის თავზე – ტვერში ჩამოვარდა პრიგოჟინის თვითმფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, პრიგოჟინი ა კიდევ 9 პირი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S