Accentnews.ge
"პრეზიდენტს და სუდანელ ბოევიკებს შეხვდა": ჟურნალისტებმა სიკვდილამდე პრიგოჟინის მარშრუტი გაარკვიეს

"პრეზიდენტს და სუდანელ ბოევიკებს შეხვდა": ჟურნალისტებმა სიკვდილამდე პრიგოჟინის მარშრუტი გაარკვიეს

25/08/2023 12:30:55 მსოფლიო

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ევგენი პრიგოჟინი შეხვდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ფაუსტინ-არჩანჯ ტუადეროს და დაჰპირდა, რომ გაზრდის "ვაგნერის" კონტიგენტს ქვეყანაში, ასევე დაეხმარებოდა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვაში,– წერს The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, პრიგოჟინმა დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ რუსეთში წარუმატებელი აჯანყება ხელს არ შეუშლის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში "ვაგნერის" საქმიანობას.

WSJ-ის ცნობით, 18 აგვისტოს პრიგოჟინი თავისი თვითმფრინავით გაფრინდა რესპუბლიკის დედაქალაქში, ქალაქ ბანგუში. იქ ის შეხვდა სწრაფი რეაგირების ძალების წარმომადგენლებს – გასამხედროებულ ორგანიზაციას სუდანიდან, რომელიც კონფლიქტშია სუდანის არმიასთან. WSJ წერს, რომ ბოევიკებმა პრიგოჟინს ოქრო მიუტანეს „საჩუქრად“ მიწოდებული "მიწა-ჰაერის" რაკეტებისთვის. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან "ვაგნერის" ხელმძღვანელი გაემგზავრა მალიში, შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა.

Financial Times სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის მოგზაურობა აფრიკაში განაპირობა იმან, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურს (GRU) არ აეღო კონტროლი რეგიონში "ვაგნერის" ოპერაციებზე. პრიგოჟინის ძველმა ნაცნობმა გამოცემას განუცხადა, რომ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, მებრძოლთა მცირე ჯგუფი დარჩა "ვაგნერის" დამფუძნებლის განკარგულებაში, რომლის განთავსებასაც ის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აპირებდა. წყაროს ცნობით, ეს იყო დაახლოებით 1000 ადამიანი. პრიგოჟინის ნაცნობმა ასევე თქვა, რომ ის ვლადიმირ პუტინთან კონფლიქტს "მეტ-ნაკლებად" მოგვარებულად თვლიდა და სურდა, კვლავ მოეპოვებინა მისი კეთილგანწყობა აფრიკაში წარმატების მიღწევით.

ტუადეროს მრჩეველმა ფიდელ გუანჯიკამ FT-ს განუცხადა, რომ "ვაგნერელები" დარჩებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს შესაბამისი შეთანხმებები კრემლთან. მრჩეველმა პრიგოჟინის გარდაცვალებას სამწუხარო ამბავი უწოდა. „მან გადაარჩინა დემოკრატია [სამხრეთ აფრიკაში], ამიტომ ქვეყანა გლოვობს. მაგრამ ჩვენთვის მისი სიკვდილი აბსოლუტურად არაფერს ცვლის“, - დაასკვნა გუანჯიკამ.

მალიში გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ "ვაგნერელები" სავარაუდოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ქვეყანაში. წყაროს ცნობით, დაქირავებული მებრძოლები მალის ხელისუფლებას ეხმარებიან ჯიჰადისტების წინააღმდეგ რეიდების ორგანიზებაში, ანუ იმ სამუშაოს შესრულებაში, რაზეც, მათი სტატუსიდან გამომდინარე, სამშვიდობოები უარს ამბობენ.

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში პრიგოჟინის Embraer Legacy 600 ბიზნეს თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა "ვაგნერის" დამფუძნებლის, მისი მოადგილის და კიდევ რვა ადამიანის დაღუპვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S