Accentnews.ge
ფინეთში დააკავეს "რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც უკრაინა სამხედრო დანაშაულების ჩადენას ედავება

ფინეთში დააკავეს "რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც უკრაინა სამხედრო დანაშაულების ჩადენას ედავება

25/08/2023 11:23:06 მსოფლიო

ფინეთის პოლიციამ იან პეტროვსკი დააკავა დივერსიული სადაზვერვო ჯგუფ "რუსიჩისიდან", –იუწყება MTV3.

პეტროვსკის, რომელიც "სლავიანის" მეტსახელით არის ცნობილი, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 2014-2015 წლებში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის სამხედრო ტყვეების წამებასა და დახვრეტაში ადანაშაულებენ. უკრაინამ, MTV3-ის ცნობით, უკვე გაგზავნა მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვტის" ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიურ უწყებას „აცნობეს კიევის მოთხოვნით ფინეთში რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ“.

იან პეტროვსკი არის რადიკალური ნაციონალისტი, იყო "რუსიჩის" დაჯგუფის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც 2014-2015 წლებში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. პეტროვსკი "ბეტმენის" რაზმში ირიცხებოდა, ჯერ იბრძოდა ლუგანსკში, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლებში. პეტროვსკი 2004 წლიდან ცხოვრობდა ნორვეგიაში. 2017 წელს მას ჩამოართვეს ამ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა და ქვეყნიდან გააძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S