რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავეს
25/08/2023 10:17:58 მსოფლიო
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა.
სამი მათგანი პატიმრობაში მოათავსეს, კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ქვეყნის დატოვება აეკრძალება და ვალდებული იქნება, გამომძიებლებს შეატყობინოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ რუსეთის სპეცსამსახურების სახელით "განახორციელეს საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა სხვა პირთა მოქმედების თავისუფლებას, ხელშეუხებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას".
გამოძიების დროს ცენტრალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 14 ადგილზე, რის შედეგადაც ამოღებულია საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად საჭირო არაერთი მოწყობილობა და დოკუმენტი.
რუსულ სპეცსამსახურებზე სავარაუდოდ, მომუშავე პირებს აკავებენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის "რუსეთის ჯაშუშური ქსელი" პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გამოააშკარავეს.


