Accentnews.ge
"ვაგნერს" პრიგოჟინის გამო შურისძიებისკენ მოუწოდებენ

"ვაგნერს" პრიგოჟინის გამო შურისძიებისკენ მოუწოდებენ

25/08/2023 09:09:57 მსოფლიო

უკრაინს მხარეს მებრძოლმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა "ვაგნერის" დაქირავებულებს მოუწოდა, გადავიდნენ უკრაინის მხარეს და შური იძიონ ევგენი პრიგოჟინის "დასჯისთვის".

შესაბამისი ვიდეოგზავნილი კორპუსმა საკუთარ ტელეგრამ–არხზე გამოაქვეყნა.

მებრძოლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიმართავენ "ვაგნერის" იმ დაქირავებულებს, რომელთათვისაც "სიტყვებს – ერთგულებას და ღირსებას აქვს მნიშვნელობა".

„როგორც ჩანს, თქვენი მეთაურები და დამფუძნებელი ცინიკურად დასაჯეს სიკვდილით. ის, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების ბრძანებით მოკლეს, ყველასთვის აშკარაა. ახლა თქვენ რთული, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური არჩევანი გაქვთ: ან გახდეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საყრდენი, ჩადგეთ თქვენი მეთაურების მკვლელების სამსახურში, ან შეინარჩუნოთ ღირსება და შური იძიოთ მათ ჯალათებზე უკრაინის მხარეს გადასვლით",– ჟღერს ვიდეომიმართვაში.

მებრძოლებმა დასძინეს, რომ თავიანთ რიგებში იწვევენ იმ "ვაგნერელებს", რომელთაც უკრაინაში სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ამასთან, მათივე თქმით, უკრაინის მხარეს ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების და ღირსეული პირობების გარანტიას იძლევა.

იხილეთ ასევე: „ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შექმნა“: პუტინის სასახლესთან „დაშვებული“ თვითმფრინავი და შესაძლო შედეგები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S