ზელენსკიმ და ბაიდენმა უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის საკითხი განიხილეს
25/08/2023 08:53:14 მსოფლიო
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების ლიდერმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს,– იუწყება თეთრი სახლი.
სახელმწიფოს ლიდერებმა განიხილეს F-16 გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყება და სწავლების დასრულების შემდეგ სხვა ქვეყნებისთვის გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვის მიცემის დაჩქარება.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან „იმდენ ხანს, რამდენიც ამას დასჭირდება და დააკისროს რუსეთს პასუხისმგებელი მის ქმედებებზე“.
ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა აღფრთოვანება უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და თავგანწირვის გამო, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხო მომავლისთვის.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ მალე შეუერთდება უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების პროგრამას.


