"თალიბანი" ავღანელ ქალებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასწავლებლად წასვლის საშუალებას არ აძლევს
25/08/2023 08:03:20 მსოფლიო
"თალიბანი" ავღანელ ქალებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასწავლებლად წასვლის საშუალებას არ აძლევს, – ამის შესახებ დუბაიში განთავსებული ჯგუფის "ალ ჰაბტორის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ხალაფ აჰმად ალ ჰაბტორი აცხადებს.
"თალიბანის" ხელისუფლებამ უარი განუცხადა 100-მდე ავღანელ ქალს, რომლებიც აქ ჩემი დაფინანსებით სასწავლებლად მოდიოდნენ. მათ უარი უთხრეს თვითმფრინავში ასვლაზე, ჩვენ უკვე გადახდილი გვქონდა მგზავრობის ფული და აქ მათთვის ყველაფერი გვქონდა ორგანიზებული - საცხოვრებელი, განათლება, უსაფრთხო ტრანსპორტი და ბევრი ფართო სერვისი, რათა უზრუნველყოფილი გვქონოდა მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება ქალი სტუდენტებისთვის. ჩვენი მისწრაფება განადგურდა", - ამბობს ალ ჰაბტორი.


