სლოვენია შეუერთდა G7–ის დეკლარაციას უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ
25/08/2023 07:56:59 მსოფლიო
სლოვენია შეუერთდა G7–ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა და გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა სლოვენიის მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობს.
"ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.
ივლისში G7–ის ქვეყნებმა გამოაცხადეს უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კიევის მხარდაჭერის ფორმალიზებისთვის.
მხარდაჭერის დეკლარაცია ითვალისწინებს ორმხრივ შეთანხმებებს კიევს, G7-ის ქვეყნებსა და სხვა ხელმომწერებს შორის უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ დეკლარაციას, იყო ნორვეგია, რომელიც არ არის G7-ის წევრი.


