Accentnews.ge
პაპუნა მარგველიძე: სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე

პაპუნა მარგველიძე: სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე

25/08/2023 07:28:43 საზოგადოება

რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ შოვში დაღუპული 31 პირიდან ამ დროისთვის 28 ადამიანია იდენტიფიცირებული.

როგორც მან აღნიშნა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა:

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღდგენილია ორი ხიდი – ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე მდინარე რიონის გადასასვლელთან, გლოლის შემოსასვლელში. ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის წყლის მიმართულებით, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, თავად გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზში, შენაკადებში მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების წმენდა და აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში და ასევე, ელექტროენერგია მომარაგება სტიქიიდან რამდენიმე დღეში იქნა აღდგენილი სოფელ გლოლის მოსახლეობისთვის“.

შოვში მეწყრი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. 2 პირს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S