Accentnews.ge
აშშ-ში უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება ოქტომბერში დაიწყება

აშშ-ში უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება ოქტომბერში დაიწყება

25/08/2023 06:39:27 მსოფლიო

აშშ-ში უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მომზადება ოქტომბერში დაიწყება, - ამის შესახებ პენტაგონის პრეს–სპიკერმა პატრიკ რაიდერმა ისაუბრა.

მისი თქმით, წვრთნები არიზონაში ჩატარდება და მას შემდეგ დაიწყება, რაც უკრაინელი მფრინავები სექტემბერში ინგლისური ენის სწავლებას გაივლიან.

რაიდერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენი უკრაინელი მიიღებს წვრთნებში მონაწილეობას.

18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ. გუშინ ცნობილი გახდა , რომ კიევს F-16–ებს ნორვეგიაც გადასცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S