Accentnews.ge
კადიროვი: პრიგოჟინის დაღუპვა მთელი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკარგია

კადიროვი: პრიგოჟინის დაღუპვა მთელი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკარგია

25/08/2023 06:10:56 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, მისი დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მოქმედებას „საზიზღარ ღალატს“ უწოდებდა, განაცხადა, რომ პრიგოჟინის „დაღუპვა დიდი დანაკარგია მთელი სახელმწიფოსთვის“.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა "პოსტი" პრიგოჟინის მიმართ საქებარი სიტყვებით და მას „სახელმწიფოებრივი მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა“ უწოდა.

ამასთან, ჩეჩნეთის მეთაური წერს, რომ ბოლო დროს ევგენი პრიგოჟინი „ვერ ხედავდა, ან არ უნდოდა დაენახა სრული სურათი იმის, რაც ქვეყანაში ხდება“.

23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნეს-ჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის – ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო ოპერაცია დასრულდა. ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფების ცხედრები.

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის ფაქტი ირიბად დაადასტურა.

„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღაწევდა. საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი,“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S