Accentnews.ge
რუსეთი უკრაინის მიერ ყირიმზე 42 დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთი უკრაინის მიერ ყირიმზე 42 დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

25/08/2023 06:04:39 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა იყო, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

"გასულ ღამით კიევის რეჟიმმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევების განხორციელება სცადა", – აცხადებს თავდაცვის უწყება.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებებით აღმოაჩინეს 42 აპარატი, რომელთაგან 9 გაანადგურეს, 33 კი ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და მათ სამიზნემდე ვერ მიაღწიეს. ყირიმის რომელ რაიონებზე იყო შეტევა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებები იყო ტარხანკუტის კონცხის რაიონში.

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რამდენიმე დრონი ზღვის თავზე გაანადგურეს ხერსონესის კონცხის რაიონშიც. რაზვოჟაევის თქმით, „ყველა ძალა და სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაშია".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმსა და სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S