აშშ-მა რამზან კადიროვის დედისა და „არტეკის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
24/08/2023 18:35:40 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევე რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას აიმანი კადიროვას.
გარდა ამისა, სანქციების დაუწესდა ბანაკ „არტეკის“ დირექტორს კონსტანტინ ფედორენკოს, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელ მუსულმან ხუჩიევს, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარ მანსურ სოლტაევს და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენებს.
ვაშინგტონი ირწმუნება, რომ განახლებული სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს.


