
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა
24/08/2023 17:54:29 საზოგადოება
თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
აქციის ორგანიზატორები სიმბოლურად უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა.