Accentnews.ge
პუტინი – პრიგოჟინზე: "მძიმე ბედის კაცი იყო, მაგრამ ნიჭიერი"

პუტინი – პრიგოჟინზე: "მძიმე ბედის კაცი იყო, მაგრამ ნიჭიერი"

24/08/2023 16:41:19 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასტან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

"მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, „წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე "ვაგნერის" ჯგუფის წევრებიც იმყოფებოდნენ“.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს საერთო საქმეში ნეონაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დასძინა მან.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში აქტიურად იყენებდა. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მან 23 ივნისს, განაცხადა რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. მოგვიანებით, 24 ივნისს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალური იყო და ამიტომ "ვაგნერელები" საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ღალატი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S