უკრაინას F-16-ებს ნორვეგიაც გადასცემს
24/08/2023 12:16:04 მსოფლიო
უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს ნორვეგიაც გადასცემს, – იუწყება The Gardian.
მისი ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ არ ზუსტდება.
მანამდე მსგავსი გადაწყვეტლება დანიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს.


