ბუდანოვი – ყირიმის ხიდთან ბოლოდროინდელ აფეთქებებზე: მანდ მიზანი სხვა იყო
24/08/2023 12:12:25 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა კომენტარი გააკეთა ქერჩის (ყირიმის) ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში მოხდა.
მისი თქმით, მიზანი ხიდი არ ყოფილა.
„მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ სხვა მიზანი იყო. მაგრამ ოთხი საზენიტო რაკეტა გაუშვეს მის შესაჩერებლად, მცირედი დარტყმის შემდეგ კურსიდან გადავიდა, უმნიშვნელოდ. ისინი თვლიან, რომ მიზანი ხიდი იყო. დაე, სჯეროდეთ. აქ ისეთი არაფერია, რადგან ეს უკვე წარსულია",– თქვა ბუდანოვმა.
მისი თქმით, განადგურების გამოყენებული საშუალებისთვის მიყენებული ზიანი „ძალიან უმნიშვნელო“ იყო, რადგან ის მიდიოდა "შორს და არა ხიდისკენ".
"როდესაც წამოვიდა მასშტაბური კვამლი და მას წინ უძღოდა აფეთქებები, ხალხი "რადიოდ" იქცა. საკუთარი თავი დასაჯეს",– თქვა ბუდანოვმა.
მას მიზანი არ დაუზუსტებია.
12 აგვისტოს ქერჩის ხიდზე სულ მცირე ორი თავდასხმა დაფიქსირდა. პირველ ჯერზე რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში ორი ჩამოგდებული რაკეტის შესახებ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქერჩის ხიდზე S-200-ით ცდილობდნენ დარტყმას და რომ რაკეტა ჩამოაგდეს. რუსული უწყების ცნობით, დაზიანება არ მომხდარა. მაშინ უკრაინულ მხარეს მოსკოვის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შემდგომში ცნობილი გახდა ხიდთან განმეორებითი აფეთქებების შესახებ. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ქერჩის ხიდს კიდევ ერთი რაკეტით შეუტიეს. მისი მტკიცებით, რაკეტა ქერჩის სრუტეზე ჩამოაგდეს.
2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის.


