გენერალი სირსკი: უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ და შეუძლებელს აკეთებენ
24/08/2023 10:55:11 მსოფლიო
მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის ჯარი წინ მიიწევს და შეუძლებელს აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსანდ სირსკიმ განაცხადა, რომელიც 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანს“ და „სოლედარს“ ეწვია.
"თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას“, - განაცხადა გენერალმა სირსკიმ ფრონტის ხაზზე მყოფ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრაზე.
გენერალმა სირსკიმ უკრაინელ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ჯილდოები გადასცა.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.


