Accentnews.ge
კიევში უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

კიევში უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

24/08/2023 10:19:57 მსოფლიო

კიევში უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კატალინ ნოვაკმა "განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ორივე ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში და კარპატისპირეთის რეგიონში".

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ნოვაკის მონაწილეობის მნიშვნელობას "ყირიმის პლატფორმის" სამიტში და მადლობა გადაუხადა მას "რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინის ხელმძღვანელობის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის".

ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობაში და სამხედრო მედიკოსების მომზადებაში.

უნგრულ მხარეს ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია ნოვაკისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S