Accentnews.ge
BRICS-ის მონაწილეთა შემადგენლობას კიდევ 6 ქვეყანა ემატება

BRICS-ის მონაწილეთა შემადგენლობას კიდევ 6 ქვეყანა ემატება

24/08/2023 09:22:22 მსოფლიო

BRICS–მა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას, გაფართოების შესახებ განაცხადა.

როგორც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში BRICS–ის სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, 2024 წლის 1 იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან.

ამრიგად, BRICS–ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. რას დაარქმევენ ჯგუფს ახალი ქვეყნების შესვლის შემდეგ ჯერ–ჯერობით უცნობია.

BRICS–ის ქვეყნების ლიდერებმა გაერთიანების გაფართოების გამო კმაყოფილება გამოთქვეს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ "ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ მშვიდობასა და განვითარებაში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S