Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

24/08/2023 07:17:58 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი განცხადებით, დღეს დიდებული უკრაინის დიდებული ხალხი დიდებულ დღეს აღნიშნავს.

„ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი ახორციელებს, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.

წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S