Accentnews.ge
ბილ ბროუდერი: პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს

ბილ ბროუდერი: პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს

24/08/2023 06:03:28 მსოფლიო

"მაგნიტსკის აქტის" ავტორისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის ბილ ბროუდერის შეფასებით, "ეჭვგარეშეა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან პუტინი დგას".

"პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ“, - განაცხადა ბროუდერმა CNN-თან საუბრისას.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში აქტიურად იყენებდა. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მან 23 ივნისს, განაცხადა რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. მოგვიანებით, 24 ივნისს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალური იყო და ამიტომ "ვაგნერელები" საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ღალატი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S