Accentnews.ge
ბაიდენი – პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: არ მიკვირს

ბაიდენი – პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: არ მიკვირს

23/08/2023 21:39:52 მსოფლიო

არ მიკვირს, - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო დაღუპვის შესახებ.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.

„შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ მის ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს”, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ საკითხი “არასაკმარისად იცის”, რომ თემის ირგვლივ ჟურნალისტების შემდგომ შეკითხვებს უპასუხოს.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. როსავიაციის ცნობით, პრიგოჟინი თვითმფრინავში იმყოფებოდა.

"ვაგნერთან" აფილირებული ტელეგრამ–არხი Grey Zone იტყობინება, რომ ”პრიგოჟინი დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად. მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი ის საუკეთესო იქნება!”.

მოგვიანებით, მსგავსი შეტყობინება Gray Zone-მ გამოაქვეყნა პრიგოჟინის მოადგილის, დიმიტრი უტკინის შესახებაც, რომელიც, "როსავიაციის" ცნობით, ასევე იმყოფებოდა ჩამოვარდნილ Embraer ERJ 135-ის ბორტზე.

"ბაზას" ცნობით, შემთხვევის ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს, უმეტესი მათგანი ძლიერ არის დაზიანებული და გენეტიკური ანალიზი გახდება საჭირო იდენტიფიცირებისთვის. თუმცა, "ცარგრადი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უტკინის და პრიგოჟინის ცხედრები იდენტიფიცირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S