Accentnews.ge
მედია: პრიგოჟინის თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე ოთხი S-300 იყო განთავსებული

მედია: პრიგოჟინის თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე ოთხი S-300 იყო განთავსებული

23/08/2023 18:54:23 მსოფლიო

"ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ვალდაიში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს ოთხი S-300–ია განთავსებული,– განუცხადა რუსეთის მთავრობიდან წყარომ The Moscow Times-ს.

მისი თქმით, ის, რაც პრიგოჟინის თვითმფრინავს დაემართა და თავად ვარდნის ადგილი, არ არის შემთხვევითი, არამედ, მაღალი ალბათობით, სასჯელი აჯანყებისთვის: „24 ივნისს მსვლელობა მოსკოვზე, 24 აგვისტოს ორი რაკეტა. ყველაფერი ლოგიკურია. თვითმფრინავი [პუტინის] რეზიდენციიდან ფაქტოფრივად 50 კილომეტრში ჩამოვარდა“, - უთხრა გამოცემას წყარომ.

თუ პრიგოჟინი მართლაც იმყოფებოდა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, მიზეზი ივნისში მის ამბოხებაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც მან თავად უწოდა "სამართლიანობის მსვლელობა", - თქვა წყარომ.

რუსული სამთავრობო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ შემთხვევის ადგილზე რვა ცხედარი იპოვეს. "ბაზას" ინფორმაციით, ყველა ცხედარი დასახიჩრებულია და იდენტიფიცირებისთვის დნმ გახდება საჭირო. Fontanka-ს წყარო ირწმუნება, რომ პრიგოჟინი ნამდვილად იმყოფებოდა ბორტზე "ვაგნერის" მეთაურებთან ერთად. ამ თვითმფრინავს ასევე იყენებდა "ვაგნერის" თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი, რომელიც იყო პრიგოჟინის მარჯვენა ხელი.

ცნობისთვს: დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.

ტელეგრამის ზოგიერთი არხის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.

თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მასში ათი ადამიანი იყო, ყველა დაიღუპა.

„ვაგნერთან“ დაკავშირებული არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავი თითქოს „საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს“. იუწყებიან, რომ "ვაგნერის" მეთაურები შეიკრიბნენ სამსჯელოდ.

როგორც „ბაზა“ Flightradar-ზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმფრინავი მოსკოვში აფრინდა.

ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

21 აგვისტოს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S