
3-4 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები შეწყდება
23/08/2023 18:35:25 საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილი ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება. ცვლილების მიზეზი ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც 5 სექტემბერს, ღამის პირველ საათზე დასრულდება.
"რეაბილიტაციის პერიოდია 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე. გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!"- ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.