როგორ დაჯდა რუსული Mi-8 უკრაინის აეროდრომზე – დაზვერვამ სპესოპერაციის დეტალები გაამხილა
23/08/2023 18:10:43 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა რუსული Mi-8–ს ტიპის ვერტმფრენთან დაკავშირებით ჩატარებულ სპესოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.
„ჩვენ ადამიანთან მიდგომის სწორი გზა ვიპოვეთ, შევძელით შეგვექმნა პირობები, რომ მთელი ოჯახი შეუმჩნევლად გაგვეყვანა და ბოლოს, ისეთი პირობები შეგვექმნა, რომ ამ ამ ადამიანს შეძლებოდა, თვითმფრინავი ეკიპაჟის წევრებითურთ გაეტაცა, რომლებმაც არ იცოდნენ, რა ხდებოდა. როდესაც ეკიპაჟის წევრებმა შეიტყვეს, სად დაეშვნენ, მიმალვა სცადეს. სამწუხაროდ, ისინი განადგურდნენ. გვსურდა ცოცხლად აყვანა, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თვით, ვერტმფრენი ამჟამად კიევშია. ბუდანოვმა დასძინა, რომ ვერტმფრენის ნახვა და პილოტთან გასაუბრება „ოფიციალური ფილმის“ გამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„პილოტი თავს მშვენივრად გრძნობს, მასთან ყველაფერი კარგადაა. მას ორი ვარიანტი აქვს, მაგრამ იმხრობა იქითკენ, რომ აქ იყოს(უკრაინაში - რედ)“, - დასძინა ბუდანოვი, თუმცა რუსი პილოტის მოტივაციას არ ამხელს.
დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ ოპერაციას მისი უწყების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებს.
მანამდე, 23 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა განაცხადეს მი-8-ის გაუჩინარების შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო ვერტმფრენი "შემთხვევით დაეშვა პოლტავაში".
იმის შესახებ, რომ რუსული ვერტმფრენი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეფრინდა და მისი ეკიპაჟი ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, ასევე დაწერა უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა:
„ვერტმფრენი სრულიად ხელუხლებელია და აღჭურვილობის დეტალური შესწავლის შემდეგ შეავსებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობას. ველოდებით ინფორმაციას ეკიპაჟის წევრების შესახებ“.
მან რუსი ბლოგერების ვერსია არ გაიზიარა:
”თუ ვერტმფრენი გაფრინდა პოლტავას აეროდრომისკენ, როგორც რუსმა ბლოგერმა თქვა, ის მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში და რუსებს შეეძლოთ იქ დაშვება მხოლოდ შეგნებულად, კარგად მომზადებული ფრენის შედეგად. ვერტმფრენი დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, დაბალი სიჩქარით და ეკიპაჟი კარგად ხედავს ყველაფერს, უბრალოდ შეუძლებელია 300 კმ–ზე შეცდომის დაშვება“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
"უკრაინსკაია პრავდა" წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სპეცოპერაცია 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და რომ უკრაინის დაზვერვამ მი-8 პილოტი უკრაინაში გამოიტყია. თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ორ ავიაბაზას შორის იფრინა და Su-27, Su-30SM გამანადგურებლების ნაწილები გადაიტანა.


