
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
23/08/2023 13:38:40 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6334 ლარი ეღირება, ევრო – 2.8462 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3265 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ღირდა, ევრო – 2.8543 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3471 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.