ინდოეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე კოსმოსური აპარატი დასვა
23/08/2023 13:12:10 მსოფლიო
ინდოეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე კოსმოსური აპარატი დასვა.
კოსმოსური აპარატი "ჩანდრაიაან-3" მთვარის ნაკლებად გამოკვლეულ, სამხრეთ პოლუსზე ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ინდოეთის წინა, 2019 წლის მცდელობა წარუმატებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მთვარის ამ რეგიონში ცდილობდა ხომალდის დასმას რუსეთიც. მისიამ კრახი განიცადა, აპარატი მთვარის ზედაპირს შეასკდა და განადგურდა.


