Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ რუსულ თვითმფრინავს ზმეინის კუნძულთან

უკრაინის დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ რუსულ თვითმფრინავს ზმეინის კუნძულთან

23/08/2023 13:08:09 მსოფლიო

უკრაინის არმიამ შავ ზღვაში რუსულ თვითმფრინავს შეუტია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.

„უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ზმეინის კუნძულის მახლობლად, ე.წ. „ბოიკაოს კოშკების“ მიდამოში, რუსული სამხედრო თვითმფრინავსა და უკრაინული საბრძოლო კატარღებს შორის შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უწყება ამტკიცებს, რომ რუსები უკრაინის სამხედრო გემებზე თავდასხმას ცდილობდა და ამის შემდეგ განაცხადეს მათ კატარღის განადგურების შესახებ.

„სინამდვილეში რუსული რაკეტა წყალში ჩავარდა და განაგრძო მოძრაობა კრეისერ "მოსკვასთან" შესახვედრად – უკრაინელ სამხედროებს არანაირი ზიანი არ მიუღიათ. თავდასხმის მცდელობის საპასუხოდ, უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს რუსულ თვითმფრინავს. უკრაინული საბრძოლო კატარღიდან გასროლილმა რაკეტამ დააზიანა რუსული ბორტი“, - აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 22 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავმა სავარაუდოდ გაანადგურა Willard Sea Force სამხედრო ნავი, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფი იმყოფებოდა. CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის საზღვაო ძალების უსახელო წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია: "უკრაინის საზღვაო ძალებში მსგავსი ინციდენტი არ ყოფილა. საზღვაო ძალების პერსონალს შორის მსხვერპლი არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S