ესპანეთში "ბალკანური კარტელის" წევრები აიყვანეს და 700 კგ კოკაინი ამოიღეს
23/08/2023 11:55:15 მსოფლიო
ევროპოლმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ხორვატ, იტალიელ და სერბ კოლეგებთან ერთად 700 კ.გ. კოკაინი ამოიღეს და ე.წ. „ბალკანურ კარტელის" წევრები დააკავეს.
ეჭვმიტანილთა შორის, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, არიან ხორვატები, სერბები და იტალიელები. იუწყებიან, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია ეწეოდა დიდი რაოდენობით კოკაინის კონტრაბანდას სამხრეთ ამერიკიდან ევროკავშირში კანარის კუნძულების გავლით.
„გამოძიებამ გამოავლინა მნიშვნელოვანი საფრთხე: კრიმინალური ორგანიზაციების მზარდი შესაძლებლობა, ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და სხვადასხვა ადგილებში დიდი ხნით გაგზავნონ საკუთარი წევრები ნარკოტიკებით მასშტაბური ვაჭრობის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.
ევროპოლი დასძენს, რომ სწორედ ამიტომ იყო საერთაშორისო თანამშრომლობა „გადამწყვეტი“.
ირკვევა, რომ გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო და ფოკუსირებული იყო პოლონეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც დროებით კანარის კუნძულებზე იმყოფებოდა. გემი ეჭვმიტანილი იყო კოკაინის ტრანსპორტირებაში. მას შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ გემის ეკიპაჟის საქმიანობას.
ევროპოლის ინფორმაციით, იტალიის დაკავებული მოქალაქე იტალიურ მაფიოზურ დაჯგუფება „ნდრანგეტასთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი, ხორვატიის მოქალაქე – „ბალკანურ კარტელთან“.
ივლისში ესპანელმა სამართალდამცველებმა გემი ატლანტის ოკეანის იზოლირებულ წერტილში აღმოაჩინეს. გემმა ეს ლოკაცია 2 აგვისტოს დატოვა, სამი დღის შემდეგ ესპანეთის ხელისუფლებამ ის გაჩხრიკა და მასზე 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა.
იმავდროულად, ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ხორვატიის და სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკის უკვე ხმელეთიდან კონტრაბანდის კოორდინაციაში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპოლმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა ე.წ. "ბალკანური კარტელის" წინააღმდეგ, მათ შორის მაისში, როდესაც დააკავეს 37 ადამიანი, ბოსნიის მოქალაქის ხელმძღვანელობით, რომლებიც მონაწილეობდნენ ევროპაში ნარკოტიკების და ცეცხლსასროლი იარაღის ფართომასშტაბიან კონტრაბანდაში.


