პოლონეთში მგზავრები ჯერ ავტობუსით მოყვნენ ავარიაში, შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით
23/08/2023 11:39:56 მსოფლიო
პოლონეთში, ვარშავისკენ მიმავალ გზატკეცილზე ავტობუსი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთოს შეეჯახა და ამობრუნდა.
იუწყებიან, რომ მოლდოვის ხუთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ორი დაშავებული კლინიკაში გადაჰყავდა, ასევე მოჰყვა ავარიაში – მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა.
პაციენტებმა ახალი ტრამბევი მიიღეს, ხოლო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მცირე სისხლჩაქცევებით გადაურჩა ავარიას.


