Accentnews.ge
მედია: შავი ზღვის თავზე NATO–ს სადაზვერვო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მედია: შავი ზღვის თავზე NATO–ს სადაზვერვო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

23/08/2023 10:34:04 მსოფლიო

20 აგვისტოს რუმინეთისა და შავი ზღვის ცაზე ნატოს რეკორდული რაოდენობის სადაზვერვო თვითმფრინავი დაფიქსირდა,– ამის შესახებ Adevarul.ro Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

იუწყებიან, რომ ალიანსის თვითმფრინავები ყირიმში რუსების გადაადგილებას ადევნებდნენ თვალს, რაც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ 20 აგვისტოს რეკორდული რაოდენობის ფრენები დაფიქსირდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავდაპირველად დააფიქსირეს ორი Boeing E-3 Sentry, რომლებიც ასევე დაფრინავდნენ რუმინეთის თავზე "NATO 11" და "NATO 12" აღნიშვნებით. შემდეგ გამოჩნდა აშშ-ის საზღვაო ძალების Lockheed EP-3E Aries II თვითმფრინავი, კოდით "XC12", რომელიც საათობით დაფრინავდა დუნაის დელტასთან და ზოგჯერ შავი ზღვის თავზე. ამასთან, უკრაინის საზღვარზე პატრულირება ხორციელდებოდა Bombardier Challenger 650 ARTEMIS თვითმფრინავით, რომელიც დიდი რაოდენობით გადამცემებით და კომპიუტერებით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს, მოწინააღმდეგის შეტყობინებები ასობით კილომეტრში გადაიჭიროს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს თვითმფრინავი კერძო საკუთრებაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამხედრო პერსონალი არ არის, პენტაგონის ექსპერტები მის გადამცემებს სატელიტის საშუალებით უკავშირდებიან და მონაცემები გროვდება რეალურ დროში: "წყაროების თქმით, პენტაგონი კომპანიას, რომელიც ფლობს სერვისს, საათობრივად უხდის".

ასევე შავი ზღვის თავზე დააფიქსირეს სადაზვერვო დრონი Northrop Grumman RQ-4B Global Hawk დრონი, სახელწოდებით FORTE10, რომელსაც 100 ათას კვადრატულ კილომეტრზე დაკვორვების წარმოების შესაძლებლობა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S