Accentnews.ge
ყირიმში, სამხედრო ობიექტზე შვიდი აფეთქების შესახებ იუწყებიან

ყირიმში, სამხედრო ობიექტზე შვიდი აფეთქების შესახებ იუწყებიან

23/08/2023 09:53:07 მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში საზენოტო კომპლექსი "ბასტიონი" გაანადგურეს,– იუწყება მარიუპოლის მერის მრჩეველი პიუტრ ანდრიუშჩენკო. ამის შესახებ წერენ ტელეგრამ–არხებიც.

ანდრიუშჩენკოს თქმით, "ბასტიონი" არის "ონიქსის" რაკეტის ერთ-ერთი მზიდი, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაზე იერიშისთვის.

მისი თქმით, ჯამში შვიდი აფეთქება იყო. დაზიანებულია რადიოლოკაციური სადგურებიც.

სოციალური ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც ყირიმის დასავლეთით მდებარე სოფელ ოლენევკას მახლობლად ამომავალი კვამლის სვეტი ჩანს.

რამდენიმე ტელეგრამ–არხი ამტკიცებს, რომ დარტყმა სოფლის მახლობლად რუსულ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა. იუწყებიან შვიდი აფეთქებისა და ტარხანკუტზე რადიოლოკაციური სადგურის განადგურების შესახებ.

ადგულობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ცეცხლი ბალახს მოედო, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ცნობა წაშალეს.

2022 წლიდან მოყოლებული ყირიმში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმა. უკრაინის დაზვერვამ მომავალში სიურპრიზები დააანონსა რუსებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S