პორტუგალიის პრეზიდენტი პირველად ჩავიდა უკრაინაში
23/08/2023 09:15:01 მსოფლიო
პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა კიევში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში.
როგორც იუწყებიან, ვიზიტი ორ დღეს გასტანს.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უკრაინის ცხოვრებაში, ასეთივე მნიშვნელობისაა პორტუგალიისთვიისაც.
მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მიიღებს მონაწილეობას უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მინძღვნილ ღონისძიებაში და მიაჩნია, რომ "ეს წელი კიდევ უფრო განსაკუთრებულია", რადგან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უერთდებიან დღესასწაულს და უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, რაც „მისი სუვერენიტეტის დადასტურებაა“.
ის ეწვია ბუჩას, სადაც რუსების უკან დახევის შემდეგ ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


