Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ვერ შეძლებს იარაღის გადატანას სამხრეთ უკრაინაში

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ვერ შეძლებს იარაღის გადატანას სამხრეთ უკრაინაში

23/08/2023 08:48:41 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ პონტონური ხიდების გამოყენებას სამხრეთ უკრაინისა და ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ ხაზზე არსებულ საგუშაგოებზე – "ჩონგარი" და "გენიჩესკი", აგვისტოს დასაწყისში სტაციონარული ხიდებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული მაღალი სიზუსტის დარტყმების შემდეგ.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პონტონურმა ხიდებმა გაუძლონ მძიმე ტექნიკის ნაკადს, რომელთა მეშვეობითა რუსეთი ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალისა და იარაღის გადაზიდვას ახორციელებს.

„სუსტი ადგილები ნიშნავს, რომ რუსული ჯარები ნაწილობრივ არიან დამოკიდებულნი არმიანსკის გავლით ჩრდილოეთ ყირიმის გრძელ მარშრუტზე. ეს დამატებით სირთულეებს უქმნის რუსეთის ლოგისტიკურ ქსელს სამხრეთში“, - განმარტავს დაზვერვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S